მაია ორჯონიკიძე – ნიკა მელიას ინტერვიუზე: უშინაარსო დემაგოგია და სიცრუე, საქართველო მდიდარია თვითნაბადი ეგომანიაკებით

“ეს სრულიად შინაარსგამოცლილი სფიჩი სპეციალურად ციხეში მჯდარი, ნაწამები და თავისივე პარტიის ლიდერშიპისგან მოტყუებულ-გადაგდებული მიხეილ სააკაშვილისთვის დაიდგა”, – ასე ეხმიანება “ნაცმოძრაობის” ყოფილი წევრი, მაია ორჯონიკიძე „მთავარი არხის“ ეთერში “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინტერვიუს.

მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში მელიას ინტერვიუს “უშინაარსო დემაგოგიას და სიცრუეს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს იყო სპექტაკლი, რომლის ფარდის უკან ნაცნობი რეჟისორის ხელიც კი დალანდა ჭკვიანმა და გამოცდილმა მაყურებელმა.

„გინდათ, ერთი საათის მანძილზე უსმინოთ სრულიად უშინაარსო დემაგოგიას, სიცრუეს უწყვეტ რეჟიმში, დაიღალოთ ამ “ცნობიერების ნაკადით” და ბოლოს დეპრესიაში ჩავარდეთ? მაშინ გადაახვიეთ და ეკა კვესიტაძის პირველ სტუმარს მოუსმინეთ. მეგონა, ივანიშვილის ინტერვიუების შემდეგ აღარაფერი გამაკვირვებდა… შევცდი…საქართველო მდიდარია თვითნაბადი ეგომანიაკებით! და, რაც მთავარია – ეს სრულიად შინაარსს გამოცლილი სფიჩი სპეციალურად ციხეში მჯდარი, ნაწამები და თავისივე პარტიის ლიდერშიპისგან მოტყუებულ-გადაგდებული მიხეილ სააკაშვილისთვის დაიდგა, სპექტაკლი-რომლის ფარდის უკან ნაცნობი რეჟისორის ხელიც კი დალანდა ჭკვიანმა და გამოცდილმა მაყურებელმა“, – წერს მაია ორჯონიკიძე Faebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები