იტალიაში 11 თებერვლიდან ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება
იტალიაში ქუჩაში პირბადით სიარული სავალდებულო არ იქნება.
ინფორმაციას გამოცემა Corriere della Sera
ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა და ის 11 თებერვლიდან ამოქმედდება. რეგულაციის ეს შემსუბუქება არ შეეხება იმ ვითარებას, როცა ქუჩაში ბევრი ადამიანი შეიკრიბება.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ქვეყანაში 31 მარტამდე ძალაში რჩება პირბადის დახურულ სივრცეებში ტარების ვალდებულება.