ტრამპი: გერმანია რუსეთის მძევალია

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიას რუსეთის მძევალი უწოდა.

„მე ნამდვილად ვცდილობდი ანგელა მერკელი დამერწმუნებინა, არ დაემტკიცებინა გაზსადენის შესახებ შეთანხმება, რადგან განვაცხადე, რომ გერმანია მძევალი გახდებოდა.

ეს არის ის, რაც არის – გერმანია რუსეთის მძევალია. თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი: რუსეთს დაუყოვნებლივ ჩაბარდებით, როდესაც ეს გარიგება დასრულდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები