რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და მაკრონმა – უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრას აჯამებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან დღევანდელ მოლაპარაკება ბრიფინგზე შეაჯამა.
ზელენსკის თქმით, ეს იყო საფრანგეთის ლიდერის პირველი ვიზიტი უკრაინაში 24 წლის განმავლობაში და მადლობა გადაუხადა საფრანგეთს და პირადად მაკრონს უკრაინის მხარდაჭერისთვის.
„ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკების ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო სამშვიდობო პროცესი. ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში, 2019 წლის დეკემბერში პარიზის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ მომდევნო მოლაპარაკების გამართვას “ნორმანდიის ოთხეულის” ლიდერების მონაწილეობით“, – თქვა მან.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია “ნორმანდიული ფორმატის” ქვეყნების ლიდერების პოლიტიკური მრჩევლების დონეზე დიალოგის გააქტიურება.
როგორც უკრაინის პირველმა პირმა დასძინა, იმედოვნებს, რომ 26 იანვრის პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრა პარიზში და მათივე შეხვედრა 10 თებერვალს ბერლინში, ქვეყანას “ნორმანდიის ოთხეულის” სამიტის ჩატარებასთან მიუახლოებს.
“ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა პრეზიდენტ მაკრონთან უკრაინის, მთელი ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. ისინი საჭიროებენ ერთიანობას და ევროპული ხელმძღვანელობის ახალ მიდგომებს. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის,“ – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, დღეს უკრაინის მხარდაჭერა პარტნიორებისგან, მისი სტაბილურობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად არის „მომგებიანი მთელი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის“.
„საერთოდ, ჩვენ დღეს გავმართეთ მნიშვნელოვანი, ძალიან პროდუქტიული მოლაპარაკებები“, – შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმა.