“ემანუელის მხრიდან მძლავრი ნაბიჯი” – საფრანგეთი უკრაინას 1,2 მილიარდ ევროს გამოუყოფს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარიზი კიევს მაკროფინანსური დახმარების სახით 1,2 მილიარდ ევროს გამოუყოფს, რაც ქვეყნის ეკონომიკის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, მარიინსკის სასახლეში მაკრონთან შევხედრის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ სხვა სახელმწიფოებთან სოლიდარობის ნაბიჯს, მძლავრ ნაბიჯს ემანუელის მხრიდან, საფრანგეთის მხრიდან – 1,2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას უკრაინისთვის. ეს ნამდვილად დაგვეხმარება ეკონომიკის სტაბილიზაციაში. ჩვენ უკვე კარგ პროგრესს ვაღწევთ, მაგრამ ეს არის ძლიერი ნაბიჯი უკრაინის ეკონომიკური მდგრადობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.