კიევში მაკრონისა და ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს
კიევში, მარიინის სასახლეში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.
ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად მოსკოვიდან ჩაფრინდა, სადაც 7 თებერვალს, ვლადიმერ პუტინთან 5-საათიანი მოლაპარაკება გამართა.
ცნობილია, რომ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზელენსკი და მაკრონი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის კომენტირებისას, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ თქვა, რომ უკრაინა ინტერესით ელოდება იმ სიგნალებს, რომელსაც საფრანგეთის პირველი პირი ჩაიტანს.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება “წითელ ხაზებს” არ გადაკვეთს.