CNN: რუსეთის მთავრობაში შეშფოთებულები არიან იმ ხარჯებითა და სირთულეებით, რაც უკრაინაში შეჭრამ შეიძლება, გამოიწვიოს

აშშ-ის მიერ მიღებული ცნობები მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა იმაზე უფრო ძვირი და რთული შეიძლება, აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ვლადიმერ პუტინს და კრემლის სხვა ლიდერებს წარმოუდგენიათ.

ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

როგორც ტელეკომპანია დაზვერვის მონაცემებს გაცნობილ ოთხ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, სამი წყარო აცხადებს, რომ ამ რუს ჩინოვნიკებს შორის არიან დაზვერვის ოფიცრები და სამხედრო პერსონალი.

აღინიშნება, რომ ეს თანამშრომლები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, რომ დასავლეთის ქვეყნები საჯაროდ ამხელენ მათ გეგმებს.

ამავდროულად, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ეს თანამშრომლები ეწინააღმდეგებოდნენ გენერალურ გეგმას ან მზად იყვნენ პუტინის ბრძალების წინააღმდეგ წასვლისთვის.

კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ რუსეთში არიან პროფესიონალი სამხედროები, რომელთა მხრიდან მოსალოდნელია, პუტინის ბრძანებების ეფექტური შესრულება.

თუმცა, რუსი სამხედროები მიიჩნევენ, რომ ეს ადვილი არ იქნება.

„იმ შეფასებებიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ, ცხადია, რომ ზოგიერთ ადამიანს რუსეთის თავდაცვის უწყებიდან არ ესმის, რაში მდგომარეობს თამაშის გეგმა“, – ციტირებს CNN-ს ოფიციალური პირის სიტყვებს.

ასევე, როგორც წყარო დასძენს, ეს შეფასებები გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის თავდაცვის უწყებაში არსებობს მოსაზრება, რომ „თამაშის ამგვარი გეგმის განხორციელება რთული იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები