თამარ გაბუნია: ჰოსპიტალურ ქსელში კორონავირუსით ინფიცირებულთა 2.9% მკურნალობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა დიდი ნაწილი ბინაზე მკურნალობს.
მისივე თქმით, ჰოსპიტალურ ქსელში ინფიცირებულთა 2.9% მკურნალობს.
“როგორც მოგეხსენებათ, აქტიური შემთხვევების ოდენობა 210 ათასს აღწევს. აქედან, პაციენტების უდიდესი ნაწილი იმართება ბინაზე, მხოლოდ მცირე ნაწილი, 2.9% ანუ 6100 პაციენტი არის ჰოსპიტალურ ქსელში. ოჯახის ექიმები 153 ონლაინ კლინიკაში მართავენ პაციენტებს.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, ვაქცინაცია კვლავაც რჩება მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავრცელების პრევენცია მოხდეს. ასევე, გრძელდება 50 წელს ზემოთ პირებისთვის წახალისების პროგრამა, როგორც „ბუსტერ“ დოზაზე, ასევე, პირველად აცრებზე. კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რამდენად მაღალია „ბუსტერ“ დოზის შემდეგ დაცვა, როგორც პირველადი ინფექციის, ასევე, ჰოსპიტალიზაციისა და გართულებების კუთხით”, – განაცხადა გაბუნიამ.