მაკრონი დღეს კიევში ზელენსკის შეხვდება
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან 5-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, დღეს კიევში ჩადის, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს შეხვედრას.
ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს მარიინის სასახლეში, უკრაინის დროით 13:40 საათზე შეხვდებიან.
პუტინთან შეხვედრის შეჯამებისას, მაკრონმა თქვა, რომ “უახლოესი დღეები უკრაინის ირგვლივ ვითარების დეესკალაციისთვის გადამწყვეტი იქნება”.
თავის მხრივ, პუტინმა გაიმეორა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღების შემთხვევაში ალიანსთან ომი გარდაუვალი იქნება, ასევე, მოუწოდა კიევს – “მოგწონს თუ არ მოგწონს, ჩემო ლამაზო, მინსკის შეთანხმებები უნდა შესრულდეს”.