პუტინმა პოროშენკოს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა – უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა კრემლის ლიდერს უპასუხა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, რომელიც ამჟამად სისხლის სამართლის საქმის მთავარი ფიგურანტია, პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა, თუმცა, პუტინის თქმით, “მაშინ მას საკითხზე ბევრი ირონია ჰქონდა”.

„მაგრამ დღეს მსურს, დავადასტურო ჩემი წინადადებები, მიუხედავად ჩვენი სერიოზული უთანხმოებისა დონბასში დარეგულირების საკითხზე და მჯერა, რომ პოროშენკომ ბევრი შეცდომა დაუშვა ამ მიმართულებით, მაგრამ მაინც, მისი, როგორც სახელმწიფო დამნაშავის დევნა, ჩემი აზრით, გადაჭარბებული განაცხადია. ჩვენ მზად ვართ, თავშესაფარი მივცეთ რუსეთში ბატონ პოროშენკოს მსგავს ადამიანებს”, – თქვა პუტინმა.

პუტინის ცინიკურ წინადადებას პოროშენკომ ტელეგრამ არხზე უკვე უპასუხა.

პოროშენკომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის ჭრილში ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, “შეწყვიტოს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთება”.

პოროშენკომ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, „მიმართოს თავისი ძალისხმევა და სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევა, რომლებიც ახლა უფრო პოროშენკოს საკითხით არიან დაკავებული, ვიდრე – რუსეთის საფრთხით“, ქვეყნის დასაცავად.

„ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა საბოლოოდ კი უნდა გააცნობიეროს, რომ ამას ჩვენ თვითონ გავარკვევთ აქ, უკრაინაში“, – დაწერა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები