ჩინეთი აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებას ეწინააღმდეგება

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობა ნატო-ს გაფართოებას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებული შესაბამისი ძალისხმევა უსარგებლოა.

ამის შესახებ დიპლომატიური მისიის განცხადებაშია ნათქვამი.

“ცივი ომის” დასრულებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, ნატო აგრძელებს გეოგრაფიისა და ოპერაციების დიაპაზონის გაფართოებას, ბლოკის პოლიტიკასა და კონფრონტაციაში ჩართულობას. ეს არ არის ხელსაყრელი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩინური მხარე ხაზს უსვამს, რომ რეგიონული უსაფრთხოება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამხედრო ბლოკების გაძლიერებით ან გაფართოებით.

„მოვუწოდებთ ნატო-ს, უარი თქვას “ცივი ომის” მენტალიტეტსა და იდეოლოგიურ ცრურწმენებზე, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ინტერესებს, ასევე, ცივილიზაციათა მრავალფეროვნებას, ისტორიასა და კულტურას“, – ნათქვამია ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები