კიევში დაასახელეს ნატო-ს ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას უჭერენ მხარს

 

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ ნიკოლაი მალომუჟის შეფასებით, ნატო-ში უკრაინის წევრობას, ალბათ, ალიანსის წევრი ქვეყნების დაახლოებით 40% ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ მან ტელეარხ Politeka-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კიევს უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით დადებითი ნაბიჯების იმედი არ უნდა ჰქონდეს: “ბევრი სახელმწიფო არ დაუჭერს მხარს უკრაინული მხარის მონაწილეობას ბლოკში წევრობის სამოქმედო გეგმაშიც კი”.

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნატო-ს წევრი, დაახლოებით, 12 ქვეყანა ან წინააღმდეგი იქნება ან თავს შეიკავებს. ანუ სადღაც 40% არ მიიღებს ჩვენს ინიციატივებს შესვლის შესახებ, თუნდაც, MAP-ის ფარგლებში”, – ხაზგასმით აღნიშნა გენერალმა.

მალომუჟის მტკიცებით,  უკრაინის შესაძლო წევრობის საკითხი, ასე თუ ისე, განიხილებოდა ვლადიმერ პუტინის ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები