“სრულიად რუსეთის ოფიცერთა ასამბლეა” პუტინის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

“სრულიად რუსეთის ოფიცერთა ასამბლეის” თავმჯდომარე, გადამდგარი გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს, რომელშიც ეწინააღმდეგება უკრაინასთან ომს.

წერილი მოძრაობის ვებგვერდზე 31 იანვარს გამოქვეყნდა.

ივაშოვის მიმართვაში ნათქვამია, რომ ომი არის „დიდი ტრაგედია“ და „მძიმე დანაშაული“. მისი თქმით, ადრე რუსეთი და სსრკ მონაწილეობდნენ “იძულებით” ომებში, “როგორც წესი, როცა სხვა გამოსავალი არ იყო”.

“და დღეს რა ემუქრება რუსეთს , არსებობს რაიმე საფრთხე?”, – ინტერესდება ივაშოვი.

“შეიძლება იმის მტკიცება, რომ საფრთხე ნამდვილად არსებობს – ქვეყანა ისტორიის დასრულების ზღვარზეა. ყველა სასიცოცხლო სფერო, მათ შორის, დემოგრაფია, სტაბილურად დეგრადირებულია და მოსახლეობის გადაშენების ტემპი მსოფლიო რეკორდებს ამყარებს. დეგრადაცია სისტემური ხასიათისაა და ნებისმიერ რთულ სისტემაში ერთ-ერთი ელემენტის განადგურებამ შეიძლება, გამოიწვიოს მთელი სისტემის კოლაფსი.

და ეს, ჩვენი აზრით, არის მთავარი საფრთხე რუსეთის ფედერაციისთვის. მაგრამ ეს არის შიდა ხასიათის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს სახელმწიფოს მოდელიდან, ძალაუფლების ხარისხიდან და საზოგადოების მდგომარეობიდან. მისი ფორმირების მიზეზები კი შიდაა: სახელმწიფო მოდელის არაქმედითუნარობა, ხელისუფლებისა და მმართველობის სისტემის არაპროფესიონალიზმი, პასიურობა და საზაგადოების დეზორგანიზებულობა. ამსეთ მდგომარეობაში არცერთი ქვეყანა დიდხანს ვერ იარსებებს.

რაც შეეხება გარე საფრთხეებს, ისინი, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ, ჩვენი ექსპერტების შეფასებით, ისინი ამჟამად არ არიან კრიტიკულები და არ უქმნიან პირდაპირ საფრთხეს რუსეთის სახელმწიფოებრიობის არსებობას, მის სასიცოცხლო ინტერესებს. მთლიანობაში, სტრატეგიული სტაბილურობა შენარჩუნებულია, ბირთვული იარაღი საიმედო კონტროლს ექვემდებარება, ნატო-ს ძალების დაჯგუფებები არ იზრდება და არ ავლენენ მუქარას.

ამიტომ, უკრაინის ირგვლივ ვითარება, უპირველეს ყოვლისა, ხელოვნური, ვიწრო ინტერესების მქონე ხასიათისაა ზოგიერთი შიდა ძალებისთვის, მათ შორის რუსეთის ფედერაციისთვის. სსრკ-ს დაშლის შედეგად, რომელშიც რუსეთმა (ელცინმა) მიიღო გადამწყვეტი მონაწილეობა, უკრაინა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, გაერო-ს წევრი და ორგანიზაციის წესდების 51-ე პუნქტის შესაბამისად, აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება.

რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ჯერ არ აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის რეფერენდუმის შედეგები, მაშინ როდესაც ოფიციალურ დონეზე არაერთხელ, მათ შორის მინსკის მოლაპარაკებების პროცესში, ხაზი გაუსვა მათი ტერიტორიებისა და მოსახლეობის უკრაინის კუთვნილებას”,- ნათქვამია მიმართვაში.

“სრულიად რუსეთის ოფიცერთა ასამბლეაში”აცხადებენ, რომ რუსეთს სურს, ის მეზობლებმა “ძალით შეიყვარონ და ამისთვის ის ულტიმატუმს და ძალის გამოყენების მუქარას იყენებს, რაც ქვეყნისთვის უკიდურესად საშიშია.

“უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, პირველ ყოვლისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს თავად რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას; მეორეც, ის სამუდამოდ გახდის რუსებს და უკრაინელებს სასიკვდილო მტრებად. მესამე, იქნება ათასობით (ათიათასობით) გარდაცვლილი ახალგაზრდა, ჯანმრთელი ბიჭი, ერთ მხარეს და მეორე მხარეს, რაც რა თქმა უნდა, იმოქმედებს მომავალ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, ჩვენს საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებში. ბრძოლის ველზე, თუ ეს მოხდება, რუსეთის ჯარებს დაუპირისპირდებიან არა მხოლოდ უკრაინელი სამხედროები, რომელთა შორის იქნება ბევრი რუსი ბიჭი, არამედ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ნატო-ს მრავალი ქვეყნიდან და ალიანსის წევრი ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან რუსეთს ომი გამოუცხადონ”, – ნათქვამია მიმართვაში.

“და აქ იბადება კითხვა: რა არის ომის ზღვარზე დაძაბულობის პროვოცირებისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების, შესაძლო გაჩაღების რეალური მიზნები?

ჩვენი აზრით, ქვეყნის ხელმძღვანელობა იმის გაცნობიერებით, რომ არ ძალუძს ქვეყნის სისტემური კრიზისიდან გამოყვანა და ამან შეიძლება გამოიწვიოს ხალხის აჯანყება და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, ოლიგარქიის მხარდაჭერით, კორუმპირებული ჩინოვნიკები, მედიისა და უსაფრთხოების ჩინოვნიკების მოტყუებამ, გადაწყვიტეს გაეაქტიურებინათ პოლიტიკური ხაზი რუსული სახელმწიფოებრიობის საბოლოო განადგურებისა და ქვეყნის ძირძველი მოსახლეობის განადგურებისთვის.

და ომი კი ის საშუალებაა, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას, რათა გარკვეული დროით შეინარჩუნოს თავისი ანტიეროვნული ძალა და ხალხისგან მოპარული სიმდიდრე შეინარჩუნოს. სხვა ახსნას ვერ შემოგთავაზებთ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, ჩვენ რუსეთის ოფიცრები, მოვითხოვთ უარი თქვან ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე, რომელშიც რუსეთის ფედერაცია მარტო აღმოჩნდება დასავლეთის ერთიანი ძალების წინააღმდეგ და გადადგეს.

მივმართავთ ყველა გადამდგარ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეს, რუსეთის მოქალაქეებს, რეკომენდაციით იყვნენ ფხიზლად, ორგანიზებულნი, მხარი დაუჭირონ სრულიად რუსეთის ოფიცერთა ასამბლეის საბჭოს მოთხოვნებს, აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ პროპაგანდას და ომის გაჩაღებას და თავიდან აიცილონ შიდა სამოქალაქო კონფლიქტი სამხედრო ძალის გამოყენებით”, – ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები