მსოფლიო ექიმების ასოციაციის ხელმძღვანელი გამოვიდა ინიციატივით 18 წელს ზევით პირებისთვის ვაქცინაცია სავადლდებულო გახდეს

მსოფლიო ექიმების ასოციაციის ხელმძღვანელი ფრანკ ულრიჰ მონტგომერი გამოვიდა ინიციატივით, რომ 18 წლის ზემოთ პირებისთვის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. მისი თქმით ასეთი მოთხოვნა უნდა მოქმედებდეს 2023 წლის ბოლომდე. აღნიშნულის შესახებ მან გაზეთ Rheinische Post-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა 18 წლის ზევით პირებისთვის ორი წლის განმავლობაში გაცილებით ჯანსაღ აზრად მიმაჩნია“,- აღნიშნა მონტგომერიმ.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), გაერთიანება 90/მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) მმართველი კოალიციის საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენელთა ჯგუფმა ახლახან წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოთხოვნა. 18 წელზე უფროსი ასაკის და გერმანიაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინის გაკეთება სავალდებულო უნდა იყოს 2023 წლის 31 დეკემბრამდე და თითოეულმა მცხოვრებმა უნდა გაიკეთოს სამი აცრა. ვინც მტკიცებულებას ვერ წარადგენს, ჯარიმა ემუქრება.

ინიციატორების თქმით, აღნიშნული ნაბიჯი, კოლექტიური იმუნიტეტის მაღალ დონეს გამოიღებს მომდევნო ზამთრამდე, რათა მოსახლეობა მზად იყოს კორონავირუსის მომდევნო შესაძლოა ტალღისთვის და რამდენადაც ეს შესაძლებელია დაუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. მოსალოდნელია, რომ მარტში ბუნდესტაგში კენჭს უყრიან სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნის შემოღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები