ოლიმპიური თამაშების ვებ–გვერდი ერთიანი საქართველოს რუკას იყენებს

  სოჭის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ვებგვერდი იყენებს რუკას, რომელზეც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში შედის, – ამის შესახებ ინფორმაციას regnum.ru ავრცელებს. გამოცემა აქვეყნებს იმ ბმულებს, რომლებიც ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა მითითებული იმ ადგილების მოსანიშნად, სადაც სპორტული შეჯიბრებების ატარება იგეგმება. www.sochi2014.com/zritelyam-mesta, clip2net.com/s/6KRUFh regnum.ru -ს ინფორმაციით, სოჭის თამაშების ოფიციალური ვებგვერდი იყენებს არა, მაგალითად, „yandex“-ის საძიებო სისტემას (სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არიან წარმოდგენილი), არამედ Google–ის საძიებო სისტემას, სადაც საქართველო თავის სახელმწიფოებრივ საზღვრებშია მონიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები