იტალიაში აუცრელი პენსიონერები დაჯარიმდებიან

იტალიაში 50 წელს ზემოთ პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს 100 ევროს ოდენობით ჯარიმა ემუქრება.

შესაბამისი გადაწყვეტილება იტალიის მინისტრთა საბჭომ მიიღო, რომელმაც აპენინებზე 50+ ასაკობრივი კატეგორიის სავალდებულო ვაქცინაცია 8 იანვარს შემოიღო.

ამასთან, მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, თებერვალში, სულ მცირე, ერთი დოზა მიეღოთ.

ისინი კი, ვისაც ეს არ გაუკეთებია, ორ კვირაში სამსახურში ვერ მოხვდებიან, რადგან 15 თებერვლიდან 50 წელზე უფროსი ასაკის ყველა იტალიელს სამუშაო ადგილზე მისასვლელად მოეთხოვება „გაძლიერებული“ მწვანე საშვის წარდგენა.

იტალიაში ასეთი COVID-სერტიფიკატის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გაიარეს ვაქცინაციის სრული კურსი ან ვირუსი გადაიტანეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინირებული იტალიელებისთვის, რომლებსაც “ბუსტერ” დოზა ჯერ არ მიუღიათ, ასეთი საშვის მოქმედების ვადა 9 თვიდან 6 თვემდე შემცირდა.

ამასთან, მსგავსი სიმკაცრის მიუხედავად, იტალიის ხელისუფლებამ გამოკვეთა შემაკავებელი ზომების გარკვეული შემსუბუქება.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანსამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აგრძელებს სამედიცინო ნიღბების ტარებას ღია ცის ქვეშ და კლუბების დახურვას 10 თებერვლამდე. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ თუ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, ეს ორივე ღონისძიება 11 თებერვლიდან გაუქმდება.

ასევე ცნობილია, რომ იტალიაში პანდემიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება 31 მარტიდან აღარ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები