რას გეგმავდნენ უკრაინაში ამბოხებულები – ჩაშლილი ამბოხის შესაძლო დეტალები

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის რიგ ქალაქში მასობრივი არეულობებისა და პროვოკაციების მომზადება აღკვეთეს.

როგორც ქვეყნის შს მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, პირველი აქცია 31 იანვარს კიევში, პრეზიდენტის ოფისთან იყო დაგეგმილი და მასში 5000-მდე ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელსაც ამისთვის ფული გადაუხადეს.

მისი თქმით, “ათასზე მეტი ადამიანი უნდა ყოფილიყო „ტიტუშკები“, რომლებსაც სამართალდამცავებთან ჩხუბის მოწყობა დაევალათ. აქციის მონაწილეებს შორის ძალადობა უნდა მომხდარიყო, სისხლი უნდა დაღვრილიყო. ასევე, მომზადებული იყო ყალბი სისხლიც. შეკრებილი იყო „მედიკოსების“ ჯგუფი, რომლებიც ფსევდოაქტივისტების „დაზიანებებს“ დაამოწმებდნენ, რომ მერე ყველა არხზე ეჩვენებინათ. დაგეგმილი იყო მანქანების საბურავების დაწვა, ცეცხლმაქრების და ფეიერვერკების გამოყენება“.

აქციის მიზანი უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია იყო.

თავის მხრივ, ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ აქციის გამართვაზე განაცხადი არ გაკეთებულა. მისი თქმით, ის 31 იანვრის დილას უნდა მიეღოთ მხოლოდ, თითქოს, 500 ადამიანის მონაწილეობით, რომ პოლიციელების დიდი რაოდენობა არ ყოფილიყო. კლიმენკოს თქმით, მონაწილეებს უნდა მიეღოთ 800 გრივნადან, “ტიტუშკებს” – 1200 გრივნიდან.

აქციისთვის შეძენილია 200 პიროტექნიკური ბომბი, 200 კვამლის ბომბი, 20 მანქანის საბურავი, 10 ცეცხლმაქრი, 2 ათასი ბროშურა და 300-ზე მეტი დროშა, ასევე, რადიოტექნიკა, სამედიცინო ჟილეტები, ყალბი სისხლი და ბანერები. ეს ყველაფერი 30 იანვარს იყო ამოღებული.

აქციის განსახორციელებლად ორგანიზატორებმა წინასწარ მიიღეს 1 მილიონი გრივნა ნაღდი ფულით, ამასთან, პოლიციამ იცის, თუ რომელი ბანკის მეშვეობით ხორციელდებოდა ოპერაციები.

დაკავებული ორგანიზატორი და მისი თანამზრახველი უკრაინის მოქალაქეები არიან, მიმდინარეობს მათი შესაძლო კავშირების შესწავლა რუსეთის სპეცსამსახურებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები