ერდოღანი უკრაინას ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიმდინარე კვირას უკრაინას ეწვევა.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ კვირაში უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტს ვუმასპიძნლებთ“, – განაცხადა კულებამ, თუმცა, ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერდოღანი მეუღლესთან ერთად კიევში 3 თებერვალს ჩავა.

დაგეგმილია სტრატეგიული საბჭოს მე-10 საიუბილეო შეხვედრა. ეს არის ორმხრივი ორგანო, რომელსაც პრეზიდენტები ხელმძღვანელობენ.

ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ერდოღანმა არაერთხელ შესთავაზა უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში შუამავლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები