რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრი აირჩიეს
რუსთავის საკრებულომ თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნოდარ შეროზია აირჩია.
ნოდარ შეროზია სხდომაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. პარტია “საქართველოსთვის” წევრმა 18 ხმა მიიღო, მას მხარი საკუთარი პარტიისა 2-მა და “ნაციონალური მოძრაობის” 16-მა წევრმა დაუჭირა.
“ქართული ოცნების” წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც საკუთარი კანდიდატი წარუდგენიათ.