ჩრდილოეთ კორეა Hwaseong-12 რაკეტის გაშვებას ადასტურებს

 

ფხენიანმა იაპონიის ზღვაში საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაადასტურა, რაზეც სამხრეთ კორეისა და იაპონიის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადეს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TSNAK-მა აღნიშნა, რომ საუბარია Hwaseong-12 რაკეტაზე. სეულში ამ ცდებს “2017 წლიდან ყველაზე დიდი” უწოდეს.

სამხრეთ კორეისა და იაპონიის მთავრობის გაერთიანებულ შტაბებში განაცხადეს, რომ  30 იანვარს ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებულმა ჭურვმა მიაღწია მაქსიმალურ სიმაღლეს – 2000 კმ-ს და იფრინა 800 კმ. ნახევარი საათის განმავლობაში. რაკეტა იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ ჩავარდა.

TSNAK-ის ცნობით, გაშვება ჩატარდა მეზობელი ქვეყნების „უსაფრთხოების გათვალისწინებით“. როგორც აღინიშნა, ქობინი აღჭურვილი იყო კამერით, რომელიც იღებდა ფოტოებს რაკეტის კოსმოსში ყოფნისას.

ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაგმეს შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ. ინციდენტთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯაე ინმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

30 იანვრის წვრთნები ჩრდილოეთ კორეისთვის უკვე მეშვიდეა. ჯამურად, იანვრის დასაწყისიდან ფხენიანმა 10 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაიშვა, მათ შორის, ჰიპერბგერითი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები