რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობაში“ კრიზისია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ, “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ აქვს – მიუთითებს იმაზე, რომ პარტიაში კრიზისია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ იმდენად ღრმა კრიზისია, რომ მათ ელემენტარული გადაწყვეტილების მიღების უნარიც აღარ შემორჩათ. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი თითქმის ყოველდღე აანონსებენ, რომ დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ საზოგადოება ხედავს, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ჰორიზონტზეც არ ჩანს. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – ამ ორგანიზაციას ქართულ პოლიტიკაში რაიმე სახის პროცესების შემოტანის რესურსი არ დარჩა. მათ შორის, მათ არც დესტრუქციის რესურსი არ აქვთ. გაზაფხულზე ეს კიდევ უფრო გამოჩნდება ის კრიზისი და გარდაუვალი დაშლა, რომელიც დაწყებულია ამ პარტიაში. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საბოლოო ჯამში, რას გადაწყვეტს ეს პარტია. როდესაც ისინი მეტ-ნაკლებად შემოდიოდნენ პარლამენტში, საზოგადოება კარგად ხედავდა მათ დესტრუქციულობას, რომ მათ არანაირი რესურსი არ ჰქონდათ, რომ თუნდაც დებატებში ჩართულიყვნენ აქტიურად“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.