ზუგდიდში ქალის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს
ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარედგინა. ადვოკატის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებულის პოზიცია ცნობილია და მას პრეტენზია არა აქვს.
გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
ცნობისთვის, 25 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ქალს ქუჩაში სცემს.