მერაბიშვილის განაჩენს სასამართლო 21 თებერვლამდე გამოიტანს

   დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით სასამართლო ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე განაჩენს 21 თებერვლამდე გამოიტანს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარდგება. საქმის განხილვა უკვე დასასრულს უახლოვდება. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება, რადგან ადვოკატის თქმით, ბრალდებამ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. “პროცესზე პროკურატურა წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, მოწმეების დაკითხვა, მტკიცებულებების წარდგენა დასრულებულია, პროკურატურა უბრალოდ საბოლოო პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები