დმანისში სისხლის დონორთა აქცია კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა
“გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე სხვას“ – დმანისში უანგარო დონორთა აქცია კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა.
აქციაში მერის პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მერიის თანამშრომლებმა და საკრებულოს წევრებმა.
არსებული ინფორმაციით, აქცია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მხარდაჭერით, შპს “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” (სისხლის ბანკი) მიერ
განხორციელდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც დონორული სისხლისგან სისხლის კომპონენტების დამზადება და კლინიკების მომარაგება წარმოებს.