თურქეთი სომხეთში ფრენების გაფართოებას გეგმავს

თურქეთი სომხეთის მიმართულებით ავიარეისების გაფართოებას გეგმავს და ფრენებს სხვადასხვა რეგიონში აპირებს.

ამის შესახებ თურქული გაზეთი – Hürriyet-ი წერს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სომხეთის სხვადასხვა რეგიონში ფრენების გახსნის თაობაზე დისკუსიები გაიმართა.

საუბარი შეეხო სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების საკითხს.

„პირველ ეტაპზე, გადაწყდა სომხეთთან საჰაერო კავშირების გახსნა. შემდგომში, დღის წესრიგში დადგება ფრენების საკითხი სხვა რეგიონებში. კერძოდ, ვანი შეიძლება, იქცეს სომხების ტურისტულ ცენტრად. იგეგმება რამდენიმე ისტორიული ნაგებობის აღდგენა, როგორიცაა ხიდი და შენობები ყარსის მახლობლად, რასაც სომხები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სომხური დიასპორის ზეწოლის შესამცირებლად, სავაჭრო ურთიერთობები ამავდროულად გაფართოვდება“, – აღნიშნავს გაზეთი.

ცნობისთვის, ერევანსა და სტამბოლს შორის პირველი ავიარეისი 2 თებერვალს შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები