გებრეისუსი: პანდემია კრიტიკულ ეტაპზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, COVID-19-ის პანდემია კრიტიკულ ეტაპზეა, მაგრამ მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები ამ კრიტიკული ეტაპის დასასრულებლად.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„კოვიდ-19-ის პანდემია უკვე მესამე წელია, გრძელდება და ჩვენ კრიტიკულ ეტაპზე ვართ. ერთად უნდა ვიმუშაოთ პანდემიის მწვავე ფაზის დასასრულებლად. არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ის შემდგომშიც გაგრძელდეს, პანიკაში ან უგულებელყოფაში გადავარდნით. ყველა ინსტრუმენტი გვაქვს ამ პანდემიის მწვავე ფაზის დასასრულებლად, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი სამართლიანად და გონივრულად“, – თქვა მან.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გაიხსენა, რომ, COVAX პლატფორმის მეშვეობით, ვაქცინის 1 მილიარდი დოზა უკვე იქნა მიწოდებული ქვეყნებისთვის, მაგრამ ვაქცინაციის მაჩვენებლები ყველა ქვეყანაში ჯერ კიდევ შორს არის იდეალურისგან.

მისი თქმით, 34-მა ქვეყანამ, ჯერჯერობით, ვერ შეძლო თავისი მოსახლეობის 10%-ის ვაქცინაცია, ხოლო 86 ქვეყანას აქვს 40%-ზე ნაკლები იმუნიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები