სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი დიპლომატების ოჯახებს უბრძანა, ასევე სახელმწიფო მოხელეებს კიევში, აშშ-ის საელჩოს დატოვების უფლება მისცა.
ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ საჯარო მოხელეებს საელჩოს დატოვება სურვილისამებრ შეუძლიათ, მათი გამგზავრება სავალდებულო არ არის, თუმცა მათი ოჯახის წევრებმა კიევი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.
ამ მოწოდებას, სულ მცირე 30 დღის შემდეგ გადახედავენ.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, როგორც „განსაკუთრებული სიფრთხილე“ „რუსეთის მიერ უკრაინის დესტაბილიზაიციის მუდმივი ძალისხმევის გამო, რაც ძირს უთხრის მოქალაქეებისა და სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც სტუმრობენ ან ცხოვრობენ უკრაინაში“.
ასევე ცნობილია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, მანამდე კორონავირუსის გავრცელების გამო მოქალაქეებს უკრაინაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევდა.
რეკომენდაციას უწევდა უკრაინაში არ გამგზავრებას COVID-19-ის გამო. აშშ-ს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოვალეობაა მათი ინფორმირება უსაფრთხოების განვითარებულ მოვლენებზე, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას წასვლის კომერციული ვარიანტების შესახებ.
სელჩოში აცხადებენ, რომ “აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციები, შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ მომენტში და აშშ-ის მთავრობა ვერ შეძლებს ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციას ასეთ არაპროგნოზირებად ვითარებაში. ამიტომ, აშშ-ს მოქალაქეებმა უნდა დაგეგმონ საკუთარი კომერციული გამგზავრების ვარიანტები, თუ ისინი გადაწყვეტენ ქვეყნის დატოვებას”.
საელჩო ხაზს უსვამს, რომ რუსეთზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება სიტუაცია: დიალოგი და დიპლომატია, თუ ესკალაცია და „მასიური შედეგები“. თუ რუსეთის ფედერაცია აირჩევს მეორე ვარიანტს, მაშინ სიტუაცია საზღვრებთან, ოკუპირებულ ყირიმში ან დონბასის ნაწილებში, „შეიძლება გაფრთხილების გარეშე გაუარესდეს“.
ამავე დროს, დიპმისიაში აცხადებენ, რომ აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, რაც აჩვენა დამატებითი 200 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების მიწოდების დაწყებამ.
მათ ასევე განაცხადეს, რომ კიევში საელჩო მზად არის საკონსულო მომსახურებაზე მოთხოვნილების ზრდისთვის და განაცხადეს, რომ საელჩო ბოლო თვეებში პრიორიტეტად ანიჭებს აშშ-ს პასპორტებისა და საიმიგრაციო ვიზების დამუშავებას, მათ შორის შვილად აყვანის შემთხვევებს.