ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპაში ძალები მზადყოფნაში მოჰყავს – რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, ალიანსი ყოფნას აძლიერებს

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების გაზრდასთან დაკავშირებით, ნატო-ს მოკავშირეებს საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავთ ძალები და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით გამანადგურებლებს და გემებს გზავნიან, მოკავშირეების თავდაცვის გაძლიერების მიზნით.

ამის შესახებ ალიანსის საიტზეა ნათქვამი.

კერძოდ, დანია აგზავნის ფრეგატს ბალტიისპირეთში და ოთხ F-16-ის ტიპის გამანადგურებელს – ლიეტუვაში;

ესპანეთი აგზავნის გემებს და ფიქრობს ბულგარეთში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნაზე;

საფრანგეთმა გამოაცხადა მზადყოფნა რუმინეთში ძალების გადასაყვანად;

ნიდერლანდები აგზავნიან ორ F-35-ის ტიპის გამანადგურებელს ბულგარეთში, ასევე, გემები და სახმელეთო ძალები მზადყოფნაში მოჰყავთ;

შეერთებული შტატები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ყოფნის გაფართოების შესაძლებლობას სწავლობს.
ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი.

“2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, ნატო-მ გაზარდა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის, ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფით ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში. ეს დანაყოფები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და აშშ მრავალეროვნული და ბრძოლისუნარიანია. მათი ყოფნა ცხადყოფს, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე, ჩაითვლება თავდასხმად მთელ ალიანსზე. 2014 წლამდე ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს ძალები არ არსებობდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიესალმა მოკავშირეებს, რომლებიც ნატო-ს დამატებით ძალებს აწვდიან.

“ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას მოკავშირეების დასაცავად, მათ შორის, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის, ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები