სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის პრეზიდენტი. არმენ სარქისიანი გადადგა.

ამის შესახებ მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ, რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. რელობაში, რომელშიც პრეზიდენტობა განიხილება არა როგორც სახელმწიფოებრივი უპირატესობა, არამედ საფრთხე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისთვის. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რითაც შეძლებს, ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს. პრეზიდენტს არ გააჩნია ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საშიანო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები