გაეროს გენერალურმა მდივანმა თანამედროვე სამყაროს საშიში უწოდა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერიშმა განაცხადა, რომ თანამედროვე სამყარო გაცილებით ქაოტური და განუსაზღვრელი გახდა, ვიდრე ცივი ომის დროს იყო.

პრესკონფერენციის დროს მან აღნიშნა, რომ სამყარო ახლა საშიშია, ვინაიდან არ არსებობს კრიზისის რეგულირების ხელსაწყოები.

„ცივი ომი ორ დაპირისპირებულ ბლოკს შორის მიმდინარეობდა, სადაც კონკრეტული წესები და მექანიზმები არსებობდა კონფლიქტების მოსაგვარებლად. ომი ცხელი არ გამხდარა, ვინაიდან წინასწარ იყო განსაზღვრული რაღაც დონეზე“,- აღნიშნა გუტიერიშმა.

მისი თქმით, ამჟამინდელ მოვლენებს ვერ უწოდებს მსოფლიოში ცივ ან ცხელ ომს, არამედ დაახასიათებდა, როგორც „თბილი კონფრონტაციის ახალი ფორმას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები