ფოთში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დამწვარია ერთი ბინა, მეორე კი ნაწილობრივ. მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზების შედეგად ცეცხლი სხვა ბინებზე არ გავრცელებულა.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ამ წუთებშიც მუშაობს. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მეზობლების ვერსიით, ცეცხლი გამათბობელს გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები