ბიძინა კულუმბეგოვი: შეცდომაა აზრი, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს

სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

მისი თქმით, „ომიკრონის“ უპრეცედენტო გავრცელება წითელას მაჩვენებელს უახლოვდება.

„ომიკრონის” გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება. ყველა რისკის ადამიანი, განსაკუთრებით ასაკობრივი რისკი, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ონკოლოგიური პათოლოგია, ეს ადამიანები რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად. გამოსავალი აქედან არის პირბადის გამოყენება და „ბუსტერული“ დოზის აუცილებლობა.

3 თვე თუ გავიდა აცრიდან აუცილებლად დაიმატეთ „ბუსტერ“ დოზა, ეს არის თითქმის 90% გარანტია, რომ მძიმე დაავადება არ განვითარდეს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები