გერმანიაში ყოველწლიურად 400 ათასი კვალიფიციური მუშახელის მოზიდვას გეგმავენ

გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობას სურს, ყოველწლიურად ქვეყანაში საზღვარგარეთიდან 400 ათასი კვალიფიციური მუშახელი მოიზიდოს, რომ ამ გზით აღმოიფხვრას როგორც, დემოგრაფიული დისბალანსი, ასევე მუშახელის დეფიციტი ძირითად ინდუსტრიებში, რომლებსაც შეუძლიათ საფრთხის შექმნა ეკონომიკურ აღდგენას პანდემიის შემდეგ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც სამთავრობო კოალიციაში შემავალი “თავისუფალი დემოკრატიული პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, კრისტიან დიურმა თქვა, “კვალიფიციური მუშაკების დეფიციტი ახლა იმდენად მწვავე გახდა, რომ მკვეთრად ანელებს ჩვენს ეკონომიკას”.

მისი თქმით, „ჩვენ შეგვიძლია, გავაკონტროლოთ მუშახელის დაბერების პრობლემა მხოლოდ თანამედროვე საიმიგრაციო პოლიტიკით. უნდა მივაღწიოთ 400 ათასი კვალიფიციურ სამუშაო ძალის მოზიდვას საზღვარგარეთიდან, რაც შეიძლება მალე“.

კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას კოალიციურ შეთანხმებაში ისეთი ზომები აქვს გაწერილი, როგორიცაა ქულების სისტემა სპეციალისტებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, ასევე, გაზარდონ მინიმალური ხელფასი საათში 12 ევრომდე, რაც, მათი აზრით, გერმანიას მუშაობისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

გერმანიის ეკონომიკური ინსტიტუტის შეფასებით, წელს ქვეყანაში სამუშაო ძალა 300 ათასზე მეტით შემცირდება, რადგან შრომის ბაზარზე უფრო ხანდაზმული მუშაკი მოდის, ვიდრე ახალგაზრდა.

მოსალოდნელია, რომ ეს უფსკრული 2029 წელს 650 ათასამდე გაიზრდება, რაც 2030 წელს სამუშაო ასაკის ადამიანების დეფიციტს, დაახლოებით, 5 მილიონამდე მიაღწევს.

გასულ წელს დასაქმებულ გერმანელთა რიცხვი, პანდემიის მიუხედავად, თითქმის 45 მილიონამდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები