სააკაშვილი “ნაცმოძრაობის ” და გახარიას პარტიის კოალიციას მიესალმება

წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრის, კორნელი სალიას არჩევას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული.

“მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული.

ჩვენი პარტიის წარმომადგენელი გია ხარჩილავა რჩება წალენჯიხის მერად და ითანამშრომლებს ყველა წალენჯიხელთან და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან.მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში, ერთადერთ ადგილას საქართველოში, სადაც “ოცნებამ” ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა.

მივბაძოთ ტელეკომპანია “მთავარ არხს” და მამუკა ხაზარაძეს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები