ჰერმან საბო: მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე საუბარი არასერიოზულია

“არასერიოზულია მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე საუბარი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ობიექტური ინფორმაცია არ გვაქვს”, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ განაცხადა, რომელიც პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სიტუაციიდან გამოსავალი გამოსავალი იქნება საგამოძიებო კომისია.

„დღეის მდგომარეობით, არასერიოზულია მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე საუბარი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ობიექტური ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი მხარე ერთს ამბობს, მეორე – მეორეს. ორივეს თავი მართალი ჰგონია. აქედან გამოსავალი იქნება საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნის ეგიდითაც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ შემოდის. ეს კომისია დაადგენს, უნდა იყოს თუ არა სააკაშვილი დაზარალებულად ცნობილი და შემდეგ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა საბომ.

მისი განმარტებით, ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და კოორდინებული, მაგრამ თუ კოორდინაცია მიხეილ სააკაშვილის გარშემო მოხდება და სააკაშვილი იქნება დროშა, ვისაც მთელი ოპოზიცია აფრიალებს, ასეთ ოპოზიციას “ქართული ოცნება“ ძალიან მარტივად მოუგებს

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები