რუსეთში დეპუტატებმა პუტინისადმი მიმართვის პროექტი მოამზადეს, რომელშიც ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ითხოვენ

რუსეთის კომუნისტური პარტიის (КПРФ) დეპუტატებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვის პროექტი მოამზადეს, რომელშიც თვითაღიარებული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას სთხოვენ, ასევე, რაც შეიძლება მალე აწარმოოს მოლაპარაკებები ე.წ. რესპუბლიკების ხელმძღვანელობასთან, რომ შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის და დარეგულირდეს ყველა ასპექტის თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.

პარტიის ლიდერის, გენადი ზიუგანოვის თქმით, ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება იქნება განსაკუთრებული ნაბიჯი იქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საკითხის კომენტირებისას, პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ არ თვლის საჭიროს, რამე თქვას იქამდე, სანამ საკითხზე სახელმწიფო სათათბიროში კენჭისყრა არ ჩატარდება.

„თუ სწორად გავიგე, სათათბიროში მაინც უნდა ჩატარდეს კენჭისყრა: ეს მიმართვა ან მიიღება, ან არ მიიღება, ამიტომ, ეს არის დეპუტატების ინიციატივაა. არსებობს გარკვეული პროცედურა და სანამ ის არ დასრულდება, არ მგონია, საჭირო იყოს რაიმეს თქმა”, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები