მოლდოვაში, “გაზპრომის” მუქარის გამო, ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
მოლდოვას პარლამენტმა ენერგეტიკის სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამის შესახებ Newsmaker წერს.
გადაწყვეტილებას მხარი 58-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საგანგებო მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
აღნიშნული რეჟიმი მას შემდეგ შემოიღეს, რაც “გაზპრომმა” გაზის მიწოდების შესაძლო შეჩერების შესახებ განაცახდა.
19 იანვარს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნატალია გავრილიცამ პარლამენტში განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება შესაძლებელს გახდის ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც „მოგვცემს შესაძლებლობას, მოსახლეობას გაზი სწრაფად მივაწოდოთ, მათ შორის, საკანონმდებლო ნორმებიდან გადახვევის ჩათვლით”.
„გაზპრომმა“ მოლდოვა ოფიციალურად გააფრთხილა 20 იანვარს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, თუ „მოლდოვაგაზი“ მიმდინარე მიწოდების საფასურს არ გადაიხდის.
მოლდოვამ იანვრის პირველ ნახევარში მოხმარებული გაზისთვის “გაზპრომს” 63 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ამასთან, ქვეყანას საფასურის გადასახდელად 25 მილიონი დოლარი აკლია.