კანადა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების მისიას ახანგრძლივებს

კანადამ უნდა გააფართოოს UNIFIE-ის სამხედრო ინსტრუქტორების ოპერაცია და  უკრაინის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ნათქვამია კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მიერ ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ანიტა ანანდისადმი მიწერილ წერილში, რომელიც ხელისუფლების ვებგვერდზეა განთავსებული.

ტრუდო აკისრებს მინისტრს რიგ ვალდებულებებს, მათ შორის, იმის უზრუნველყოფას, რომ კანადა დარჩეს წამყვანი კონტრიბუტორი ნატო-ს ოპერაციებში.

როგორც ტრიუდო წერს, ამისთვის აუცილებელია აღმოსავლეთ ევროპაში REASSURANCE ოპერაციის გაფართოება, ასევე, „უკრაინის მხარდაჭერის გაფართოება UNIFIER-ის ოპერაციის მეშვეობით“.

ოპერაცია UNIFIER უკრაინაში 2015 წლის აპრილიდან მიმდინარეობს და მისი ამოწურვის ვადა იყო 2022 წლის 31 მარტი.

მისიას 200 ინსტრუქტორი ჰყავს, ისინი უკრაინაში იმყოფებიან როტაციის წესით და ყოველ ექვს თვეში ერთხელ ცვლიან ერთმანეთს.

მისია განლაგებულია სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში, ლვოვის რეგიონის ნოვოიავრივთან, სოფელ სტარიჩისთან ახლოს.

მისიის შტაბი კიევში 2021 წლის მაისში გადავიდა.

კანადის მთავრობის ვებგვერდი იუწყება, რომ, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მისიამ გაწვრთნა უკრაინის უსაფრთხოების ძალების 30000-ზე მეტი კანდიდატი, მათ შორის, ეროვნული გვარდიის 1951 წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები