Politico: აშშ-მა ნატო-ს სამ მოკავშირეს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ნება დართო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნატო-ს სამ მოკავშირეს ნება დართო, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ამერიკული წარმოების სხვა იარაღი მიაწოდონ, რაც ადასტურებს დასავლეთის შეშფოთებას რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ.

ამის შესახებ Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

შესაბამისი ნებართვა მიიღეს ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, უახლოეს დღეებში ვაშინგტონი უკრაინაში 200 მილიონი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, საბრძოლო მასალისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდების პროცესსაც დაიწყებს.

აღინიშნება, რომ  ბალტიისპირეთის ნატო-ს წევრები არა მხოლოდ აპირებენ იარაღის მიწოდებას უკრაინაში, არამედ მიმართეს ნატო-ს დამატებითი ძალების მოთხოვნით, რეგიონში უკვე განლაგებულთა მხარდასაჭერად.

Politico წერს, რომ ამერიკული ტექნიკის მესამე მხარისთვის გადაცემის ხელმოწერა რთული პროცესია, რომელიც საჭიროებს დეტალურ შემოწმებას და დამტკიცებას აშშ-ის მთავრობის რამდენიმე უწყებისგან. თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც იარაღის მესამე მხარისთვის გადაცემა სწრაფად ხდება.

დეკემბერში ესტონეთმა გამოაცხადა უკრაინისთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და 122 მმ-იანი ჰაუბიცების გადაცემის აუცილებლობის შესახებ, ლიეტუვა კი დაჰპირდა სასიკვდილო იარაღის გაგზავნას, თუმცა, რომელ იარაღზე მიდიოდა საუბარი, არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები