კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც – ყველა პატიმარი

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სხვა პატიმრების მსგავსად მოიხდის.

„პოლიტიკური კრიზისი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“. ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებზე და მოიხდის სასჯელს ისე, როგორც – ყველა პატიმარი“, – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სახელმწიფოს შესთავაზა, მიხეილ საკააშვილი შინაპატიმრობაში იყოს და ეს პერიოდი მის ეპარქიაში გაატაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები