რა ქონებას ფლობს ნურსულთან ნაზარბაევი – ყაზახეთის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის ცენტრის კვლევა

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი და ქვეყნის უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, ნურსულთან ნაზარბაევი, საქველმოქმედო ფონდების ქსელის მეშვეობით, მილიარდობით დოლარის ღირებულების ბანკების, სასტუმროების, ტელეარხებისა და სხვა აქტივებს ფლობს.

ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ გამოძიებაში, რომელიც ჩაატარა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრმა (OCCRP), ყაზახურმა გამოცემა Vlast-მა და ყირგიზულმა გამოცემა Kloop-მა.

გამოძიებაში ნათქვამია, რომ ნაზარბაევმა, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს, შექმნა ოთხი კერძო საქველმოქმედო ფონდი, თითქმის იდენტური სახელწოდებით და გაუმჭვირვალე ანგარიშვალდებულებებით და დღემდე აგრძელებს მათ კულისებში მართვას.

ფორმალურად, ფონდები ქველმოქმედებით არიან დაკავებული – ისინი ახდენენ ყაზახური ენის პოპულარიზაციას და ბავშვებს საჩუქრებს უგზავნიან, მაგრამზ ამას გარდა, ისინი მართავენ დიდ აქტივებს, რომლებიც, რეალურად, ეკუთვნის ნაზარბაევს.

ამ აქტივებში შედის ბანკები, ტელეარხები, სასტუმროები, 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კერძო თვითმფრინავი, გოლფის მოედანი და მილიარდობით დოლარის ნაღდი ფული.

“ნაკლებად საყურადღებო ობიექტებს შორისაა – საწყობები, მაკარონის ქარხანა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ სიაში იყო გამწვანების კომპანიაც კი”, – აღნიშნავენ გამოძიების ავტორები.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, “ნაზარბაევ ფონდი”, რომელიც ოფიციალურად არის დაკავებული განათლების მხარდაჭერით, ფლობს საკონტროლო წილს Jusan Technologies-ში, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს ონლაინ მაღაზიებს ყაზახეთსა და რუსეთში, მობილურ ოპერატორებს – Kcell და Jusan Mobile-ს, საკვების დისტრიბუციას, სავაჭრო ცენტრებს ნურ-სულთანსა და კოსტანაიში, საბროკერო კომპანიებს.

კომპანიის ქონება 7,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კერძო თვითმფრინავი – Airbus ACJ320neo, რომელსაც „მფრინავ პენტჰაუსს“ უწოდებენ, ერის ლიდერის მიერ შექმნილმა სხვა ფონდმა – “ნურსულთან ნაზარბაევის ფონდმა” შეიძინა. ამჟამად, თვითმფრინავი იმყოფება ყაზახეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Berkut Air-ის ფლოტში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექვემდებარება.

გამოძიებასთან დაკავშირებით ნაზარბაევის პრესმდივანმა კომენტარზე უარი თქვა.

სამ ფონდში ჟურნალისტების მოთხოვნა არ შეიმჩინეს, მეოთხეში კი თქვეს, რომ აქტივებს პოლიტიკოსისთვის მოგება არ მოაქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები