გერმანიაში უკვე მეშვიდე დღეა, ვირუსით ინფიცირების მზარდი მაჩვენებელია

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების სიხშირემ პიკური მაჩვენებლები განაახლა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის სტატისტიკის მიხედვით, დღეისთვის, ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 638.8 შემთხვევამდე გაიზარდა – მაშინ, როდესაც ერთი დღით ადრე 584,4 ნიშნული იყო, ერთი კვირის წინ კი – 427,7 შემთხვევა.

გასული დღის განმავლობაში, გერმანიაში ინფიცირების კიდევ 133 536 შემთხვევა გამოვლინდა (წინა დღეს – 112 323). პანდემიის დაწყებიდან კი სულ 8 320 386 დადასტურებული შემთხვევაა.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 234 ადამიანი შეეწირა, პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში  116 315 ლეტალური შემთხვევაა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, კარლ ლაუტერბახი თვლის, რომ მიმდინარე ტალღა პიკს თებერვლის შუა რიცხვებში მიაღწევს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად შეიძლება, დაფიქსირდეს ინფიცირების რამდენიმე ასეული ათასი ახალი შემთხვევა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ შეიძლება, ეს საერთოდაც არ მოხდეს, მაგრამ ალბათობა მაღალია.

ამასთან, ლაუტერბახმა აღნიშნა, რომ გერმანიაში მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე – იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და რიგ სხვა ქვეყნებში, ვინაიდან ქვეყანაში უფროს ასაკობრივ ჯგუფში უამრავი არავაქცინირებული ადამიანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები