თეთრი სახლი ბაიდენის კომენტარს განმარტავს – “შეჭრას მოჰყვება მკაცრი პასუხი”

თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯენ ფსაკი განმარტავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარს უკრაინაში რუსეთის შესაძლო “მცირე შეჭრასთან” დაკავშირებით.

პრესმდივნის თქმით, ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს, რომ თუ რომელიმე რუსული სამხედრო ძალა გადაადგილდება უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება განახლებული შეჭრა და მას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და მოკავშირეებისგან.

”პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე იცის ხანგრძლივი გამოცდილებიდან, რომ რუსებს აქვთ აგრესიის ვრცელი სია, რომელიც შეიძლება, არ მოიცავდეს სამხედრო მოქმედებებს, მათ შორისაა კიბერთავდასხმები და გასამხედროებული ტაქტიკა და მან დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს გადამწყვეტი, ორმხრივი და ერთიანი პასუხი მოჰყვება”, – აცხადებს პრეს სპიკერი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ივარაუდა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები