ინდოეთში მამაკაცს მეგობარი თხაში აერია და მას ყელი გამოჭრა

ინდოეთში, ანდრა პრადეშის შტატის სოფელ ვალასაპალში მაკარა- სანკრატის ფესტივალზე მთვრალ მამაკაცს მეგობარი თხაში აერია და მოკლა.

ამის შესახებ ინფორმაციას Free Press Journal-ი ავრცელებს.

ტრაგედია 16 იანვარს მოხდა.

გამოცემის ცნობით, მამაკაცს ტრადიციული მსხვერპლშეწირვის მოწყობა დაავალეს. მას თხის თავი უნდა მოეკვეთა, მანამდე, ინდოელმა ბევრი ალკოჰოლი მიიღო და ყელი გამოჭრა კაცს, რომელსაც ხელში თხა ეჭირა, ის ცხოველში აერია.

მსხვერპლი აღმოჩნდა მისი 35 წლის მეგობარი, გვარად სურეში. ყელგამოჭრილი მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები