პირველადი ჯანდაცვა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა, დაიხურა კლინიკების გარკვეული რაოდენობა – დევი ტაბიძე 

პანდემია ჯერ არ დამთავრებულა და კარგა ხანს არ დამთავრდება, – ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ვატაროთ პირბადე, რომ დავიცვათ ერთმანეთი.

„ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ამ უხილავ მტერს. ის ჯერ არ დამთავრებულა, კარგა ხანს არ დამთავრდება. მას გააჩნია ძალიან ბევრი მუტაცია, რომლისთვისაც ჩვენ ეტაპობრივად უნდა ვიყოთ მზად. რომელ ეტაპზე, რა ახალ სიახლეს შემოგვთავაზებს, არ ვიცით და არც არავინ იცის. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელსაც ებრძვის მთელი მსოფლიო. ჯანმო, რომელიც ძირითად ინსტრუქციას გვაძლევს და გვეუბნება, ძალიან მარტივი რამ არის, ოქროს სტანდარტია დღეისათვის, – ეს არის ნიღაბი და დავიცვათ ერთმანეთი. თუ ჩვენ ეს ყველაფერი არ განვახორციელეთ, წინ ვერ წავალთ.

ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა პირველადი ჯანდაცვა, დაიხურა კლინიკების გარკვეული რაოდენობა. ამ დროს თამაშის წესები შეიცვალა და შემოვიდა პირველადი ჯანდაცვა, რომელმაც პრაქტიკულად, იმ დონეზე ვერ ჩააბარა გამოცდა, რაც უნდა ჩაებარებინა, რომ უკმაყოფილების ინდექსი პირველადი ჯანდაცვის მიმართ ძალიან მაღალია“, – განაცხადა დევი ტაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები