პაატა იმნაძე „ომიკრონზე” – მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“, არ ვიცით როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით – უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ომიკრონი” ახალგაზრდა ადამიანებსა და ვაქცინირებულებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, თუმცა კვლევების მიხედვით, ეს შტამი „უჯრედულ იმუნიტეტის სისტემას ურტყამს, რამაც შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს“.

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით. მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „360 გრადუსი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები