უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს

უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იძულებით გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას საჭიროებს, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ „ფეისბუქზე“ დაწერა.

დენისოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრს იმართავს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

“მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც ციხის პირობებში ვერ იკურნება. ამიტომ მიხეილის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება. ასევე ექიმთა კონსილიუმმა გამოსცადა, რომ მკურნალობის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, რასაც საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაჟინებით მოითხოვდა. სააკაშვილი ძირითადად მხოლოდ სამედიცინო თერაპიას იღებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის გარეშე. ამიტომ მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ვთხოვ ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმონ ქართველი თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უფლებებს”, – წერს დენისოვა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები