“იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ესენი არიან შემოსულები ჩემი ლიკვიდაციისთვის” – გვარამიამ სუს-ის შენობა დატოვა

“მანახეს ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსულები, რაც გავრცელდა მედიით და ქვეყნიდან თავისუფლად გავიდნენ. ამის ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ესენი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის”, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, არსებობს ვერსია, რომ მის მოსაკლავად საქართველოში შემოსული ჯგუფი ბევრს გადაადგილდებოდა, რაც ყურადღების გადატანის მცდელობით აიხსნება.

„გამაცნეს დასკვნა, მანახეს ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და ქვეყნიდან თავისუფლად გავიდნენ. ამის ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ესენი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის, ამიტომაც გავიდნენ. ლოგიკა მწყობრში იყო, თუმცა, ვფლობ მხოლოდ იმ ფაქტებს, რომელიც გამაცნეს. ასევე, არსებობს ვერსია, რომ ესენი შემოსულები იყვნენ და ბევრს გადაადგილდებოდნენ, რადგან სხვა ჯგუფი შეიძლება, ყოფილიყო და ყურადღების გადატანის მცდელობით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, თუმცა, სხვა ჯგუფთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.
სამი სუსტი წერტილი აქვს იმას, რაც მე მოვისმინე: პირველი არის ის, რომ ჩატარდა ბრიფინგი რამდენიმე თვის წინ, სადაც დადასტურდა, რომ მართლა შემოსულია ჯგუფი და ჩემს ლიკვიდაციაზე მუშაობს, ასევე, სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაზე. ამაზე მივიღე ახსნა-განმარტება, რომ ეს იყო ოპერატიულად საჭირო, მითხრეს, რომ თქვენი აღშფოთება უნდა ყოფილიყო რეალური.
მეორე საკითხი, ერთ-ერთი, გაგიევი, რომელიც შემოსული იყო გულის პრობლემების მოსაგვარებლად და იყო გულით ავადმყოფი, არ ფიქსირდება მისი არცერთი ვიზიტი ექიმთან საქართველოში ყოფნის განმავლობაში და მესამე – ჩემი აზრით, მთავარი არის ის, რომ გაგიევთან მანამდე მარტში ჩემი მეზობლისგან, ეთნიკურად ოსისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, რომელიც ჩემს კორპუსში ჩამოდის დედასთან და მე მას არ ვიცნობ, ფიქსირდება ზარი გაგიევთან. ეს ზარი არის სამწამიანი, მაგრამ ეს ზარი მე არაფერს არ მეუბნება. შეცდომის ვერსიას ავითარებენ, თუმცა, რადგან სამწამიანი იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეეშალა, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ იყო მარტივი სიგნალი რაღაც კონკრეტული მოქმედებაზე წინასწარ შეთანხმებული. ნებისმიერ შემთვევაში მე არ ვაპირებ ამ საკითხთან უფრო მეტად ჩაღრმავებას, იმედია ისეთ ბრიფინგებს, რომელიც მოვისმინეთ, ვერ ვნახავთ, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ახლა მეუბნებიან, რომ ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მეც უნდა აღვშფოთებულიყავი რეალისტურად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე შესაძლოა რეალური საფრთხე არსებობდეს, რის გამოც გვარამიას უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები