ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ივან ნეჩეპურენკო სად იპოვეთ? იქნებ, აღტკინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ, ვინ არის ეს ყმაწვილი?!

“ეს ივან ნეჩეპურენკო სად იპოვეთ? თან, როგორ გაგახარათ?! იქნებ, აღტკინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ, ვინ არის ეს ყმაწვილი?! ის ნეჩეპურენკო ხომ არაა, რომელსაც საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ არაერთხელ აქვს დარღვეული”, – წერს ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ივან ნეჩეპურენკო, როგორც კრემლის რუპორი, გამორჩეულად ანტიდასვლურ მოსაზრებებით გამოირჩევა, რომ არაფერი ვთქვათ, თუ როგორ უჭერს მხარს სეპარატისტების დამოკუდებლობას.

„ეს ივან ნეჩეპურენკო სად იპოვეთ? თან როგორ გაგახარათ?! იქნებ აღტკინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ, ვინ არის ეს ყმაწვილი?! ის ნეჩეპურენკო ხომ არაა, რომელსაც საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ არაერთხელ აქვს დარღვეული და, როგორც კრემლის რუპორი, გამორჩეულად ანტიდასვლურ მოსაზრებებით გამოირჩევა, რომ არაფერი ვთქვათ, თუ როგორ უჭერს მხარს სეპარატისტების დამოკუდებლობას! ყოჩაღ თქვენ, თუ ეს ტიპური ვიგინდარა თქვენი მოკავშირეა!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ორი დღეა, ხბოს აღტკინებით გაჰკივიან ნაცების სამარცხვინო ტელევიზიები, აქაოდა ბიძინა ივანიშვილზე უცხოურ მედიაში კრიტიკული სტატია დაიწერაო. გაჰკივიან, მაგრამ არაფერს ამბობენ სტატიის ავტორზე.
ჰოდა რადგან თქვენ სიმართლის თქმა არ გსურთ საზოგადოებისთვის, ახლა მე მომისმინეთ. აი მაგ შეკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა. ეს კაცი ბევრჯერაა შემჩნეული პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული ინფორმაციის გავრცელებაში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
ნაცებო და ნაც ტელევიზიებო, სირცხვილი და სინდისი რომ არ გაქვთ და მუდამ რუსულ საქმეს ემსახურებოდით და ემსახურებით, ეგ ყველამ კარგად იცის, მაგრამ ფორმალურად მაინც შეინარჩუნეთ სახე და სტატია მაინც დაუკვეთეთ ისეთ ადამიანს, ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის მაძაგებელი რომ არ იყოს!
Zurab Kadagidze

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები