“რუსეთი უკრაინის საზღვარზე, ძალიან მოკლე დროში,  ჯარების მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს” – ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთს დაგეგმილი აქვს უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების კიდევ უფრო გაძლიერება. ამასთან, დიპლომატი მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, მშვიდობიანი გზა აირჩიოს.

ამის შესახებ ბლინკენმა კიევში, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

”მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ეს საკითხი დიპლომატიური და მშვიდობიანი დღის წესრიგში, მაგრამ, საბოლოოდ, ეს იქნება პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მისი თქმით, „ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გეგმები, ძალიან მოკლე დროში ამ ძალების კიდევ უფრო გაძლიერება  და ეს აძლევს პრეზიდენტ პუტინს შესაძლებლობას, ასევე ძალიან მოკლე დროში, განახორციელოს შემდგომი აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები